суббота, 11 июля 2015 г.

ჩემი პორტფოლიო


 პროექტებით  სწავლების  ტრენინგი  წარიმართა  საინტერესოდ, მუშაობის  პროცესი  იყო  დატვირთული  საჭირო  ინფორმაციების  შესწავლით. ტრენინგის  მეცხრე  დღეს  მოვახდინეთ  შესწავლილი  მასალის  შეჯამება  პროექტებით  სწავლების  შესახებ. ტრენინგმა  მოგვცა  ღრმა  ცოდნა  მოსწავლეთა  სწავლების  პროცესში  პროექტების  განხორციელებისთვის, რაც  უფრო  კარგ  შედეგს  მოგვცემს, შესაძლებლობა  ექნება  სხვადასხვა  საჭიროების  მქონე  მოწსავლეს  აქტიურად  ჩაერთოს  პროექტების  კეთების  პროცესში  და  მოსწავლეები  შეძლებენ  მაღალ  სააზროვნო  უნარებზე  გასვლას.   

ტრენინგის  მერვე  დღეს  განვიხილეთ  6-7  მოდულის თემები  დიფერენცირებული  სწავლება  მოსწავლეთათვის  პროექტის  კეთების  პროცესში, რაც  აუცილებელი  და  საჭიროა  მოსწავლეებისათვის. განვიხილეთ  და  დავამუშავეთ  მოსწავლეთა  ფასილიტაციის  ნიმუშები, რომლებიც  დაგვეხმარება  სსსმ  და  ნიჭიერ  მოსწავლეებთან  მუშაობისას.   

четверг, 9 июля 2015 г.

ტრენინგის  მეშვიდე  დღეს  გავიარეთ  მოდული  5, სადაც  განვიხილეთ  მოსწავლეთა  სავარაუდო ნამუშევრის  შეფასებები, გავეცანით  შეფასების  ინსტრუმენტების  მრავალ  ფორმას  და  კიდევ  ერთხელ  დავრწმუნდი, რომ  შეფასება  აუცილებელი  პროცესია  მოსწავლეთა  მუშაობის  პროცესში, რათა  მოხდეს   სასწავლო  პროცესის  გაუმჯობესება.

вторник, 7 июля 2015 г.

ტრენინგის  მეექვსე  დღეს  გავიარეთ  კურსის  4 მოდული,სადაც  განვიხილეთ  მოსწავლეთა  სავარაუდო  ნაშრომები, რითაც  მრავალფეროვანი  და  საინტერესო  ხდება  პროექტზე  მუშაობის  პროცესი  როგორც  პედაგოგების, ასევე  მოსწავლეების  მხრიდან. ჩემთვის  დღევანდელი  დღე  ნაყოფიერი  იყო. განხილული  თემები  საჭიროა  პროექტის  განხორციელების  პროცესისთვის  და  დამეხმარება  სრულყოფილად  განვახორციელო  დაგეგილი  მიზნები.

суббота, 4 июля 2015 г.

ტრენინგის  მეხუთე  დღემ  ძალიან  საინტერესოდ  და  ნაყოფიერად  ჩაიარა, მაღალკვალიფიციური  ტრენერის  დახმარებით  შევასრულეთ  საჭირო  და  სასარგებლო  აქტივობები, რითაც  კიდევ  უფრო  გავიღრმავეთ  ცოდნა  პროექტების  მომზადებისთვის. განვიხილეთ  მოსწავლეთა  დაწყვილების  აქტივოვებები, გავეცანით  მიზნებისა  და  სტანდარტების  რუბრიკას, განვიხილეთ  უკუკავშირის  სახეები.  

четверг, 2 июля 2015 г.

ტრენინგის  მიმდინარეობის  მეოთხე  დღეს  გავიარეთ  II მოდულის  3-4-5-6 აქტივობები, განხილული  საკითხების  შესაბამისად  ინდივიდუალურად  დავამუშავეთ  ჩვენი კონკრეტული  პროექტები. ტრენინგმა  მომცა  შესაბამისი  ცოდნა  პროექტის  მომზადებისას  დროში  გაწერილი  შეფასების  გეგმის  შედგენისათვის, რითაც  უფრო  დახვეწილი  და  საინტერესო  იქნება  დაგეგმილი  პროექტი.

вторник, 30 июня 2015 г.

2015წლის 25 ივნისს  დავიწყეთ  ტრენინგები  პროექტების  კეთების  შესახებ, რომელიც  ძალიან  საინტერესო  და  შინაარსიანი  საკითხების  განხილვით  მიმდინარეობს. ტრენინგზე  განვიხილეთ  ბევრი  საინტერესო  იდეა, ჩამოვაყალიბეთ  მიზნები  და  დავსახეთ  განხორციელების  გზები. ტრენინგი  მნიშვნელოვანია  ჩვენი  შემდგომი  მუშაობისთვის  და  მოსწავლეთა  ცოდნის  დონის  ამაღლებისათვის,რადგან  პროექტები  ძალიან  ეხმარება  ბავშვებს  მეტი  საინფორმაციო  მასალის  ათვისებაში  და  21-ე საუკუნის  უნარების  განვითარებაში.